ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი - ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტს სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი - ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტს სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტს სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

„ეს სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება მთელი აღმოსავლეთისთვის. აშშ-ს უმაღლესი წარმომადგენელი ისრაელში მოდის, რათა მოისმინოს სრული მოხსენება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის და ყველა იმ ქმედების შესახებ, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ“, – თქვა ჰაგარიმ.

თავდაცვის ძალების სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის ამჟამინდელი ფოკუსი არის ღაზა და ის ნაბიჯები, რომლებსაც ისრაელი აპირებს, რომ გადადგას.

„ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას პასუხისმგებლობითა და შესაბამისი გზით“, – ამბობს ჰაგარი.