ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი - ღაზის სექტორში საწვავი არ შევა, „ჰამასს“ ეს საოპერაციო მიზნებისთვის სჭირდება
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი - ღაზის სექტორში საწვავი არ შევა, „ჰამასს“ ეს საოპერაციო მიზნებისთვის სჭირდება

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში საწვავის შეტანას არ დაუშვებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, გავრცელებული ინფორმაციით, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში საწვავის დაშვების სანაცვლოდ ორმაგი მოქალაქეობის მქონე 50 მძევალს გაათავისუფლებდა.

აღნიშნულის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში საწვავი არ შევა.

„საწვავი არ შევა ღაზის სექტორში. „ჰამასს“ ეს სჭირდება თავისი საოპერაციო მიზნებისთვის“, – განაცხადა ჰაგარიმ.