ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი აცხადებს, რომ ისრაელმა თეირანზე სრულ საჰაერო კონტროლს მიაღწია

13:34, 16.06.2025

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ეფი დეფრინის თქმით, ისრაელმა „მიაღწია სრულ საჰაერო კონტროლს თეირანზე“.

„ჩვენ გავანადგურეთ ირანული რეჟიმის „მიწა-მიწა“ ტიპის რაკეტების გამშვები სისტემების ერთი მესამედი“, –  განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ეფი დეფრინმა მედიასთან საუბრისას.

ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 13 ივნისს დაიწყო, რა დროსაც დარტყმები განახორციელა სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე. პასუხად, ირანმა ისრაელზე რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა.

მსგავსი