ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ეიალ ზამირი - ისრაელი ირანთან გახანგრძლივებული კამპანიისთვის უნდა მოემზადოს
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ეიალ ზამირი - ისრაელი ირანთან გახანგრძლივებული კამპანიისთვის უნდა მოემზადოს

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურის, ეიალ ზამირის განცხადებით, ისრაელი ირანთან „გახანგრძლივებული კამპანიისთვის“ უნდა მოემზადოს, რათა „აღმოფხვრან ასეთი მასშტაბის საფრთხე“.

ვიდეომიმართვაში ეიალ ზამირი საუბრობს, რომ ირანი წლების განმავლობაში ამუშვებდა ისრაელის განადგურების გემგას და ბოლო თვეებში ამ გეგმამ მიაღწია იმ ეტაპს, სადაც შესაძლებლობების გამოყენება შესაძლებელი გახდა.

„კამპანიის დაწყებისას ირანი 2 500 ერთეულ ხმელეთი-ხმელეთის ტიპის რაკეტას ფლობდა. წარმოების ასეთი ტემპით ორ წელიწადში 8 000-მდე ერთეული რაკეტა ექნებოდათ“, – განაცხადა ეიალ ზამირმა.

ეიალ ზამირის თქმით, თავდაცვის ძალები გვერდიდან არ დააკვირდება საფრთხის განვითრებას, რადგან „ამ ოპერაციისთვის ისინი წლების განმავლობაში ემზადებოდნენ“.