ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური - ამ ომში ჩვენი თავდაცვის ძალები იქნებიან ძლიერი და გაიმარჯვებენ, გრძელი და რთული ბრძოლის დღეები გველოდება, ყველა პოზიციაზე ვინარჩუნებთ მზადყოფნას
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური - ამ ომში ჩვენი თავდაცვის ძალები იქნებიან ძლიერი და გაიმარჯვებენ, გრძელი და რთული ბრძოლის დღეები გველოდება, ყველა პოზიციაზე ვინარჩუნებთ მზადყოფნას

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ავრცელებს თავის პირველ საჯარო კომენტარს მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ გუშინ დილით ისრაელზე თავდასხმა დაიწყო.

„ისრაელის სახელმწიფო და თავდაცვის ძალები ახლა აწარმოებენ ომს „ჰამასის“ თავდასხმის წინააღმდეგ. ეს არის მკვლელი ტერორიზმი. ჩვენ ვუტევთ, უკან ვხევთ და ვურტყამთ ყველას, ვინც მასში მონაწილეობდა. ვიცი, რომ ბოლო დღე რთული იყო, მძიმე ფასია, ვიცი, რომ ბევრი კითხვა და ბევრი იმედგაცრუებაა“, – ამბობს ჰერზი ჰალევი.

მისივე თქმით, ახლა ომის დროა, რადგან მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილი მტრის ხელშია.

„ამ ომში ისრაელის თავდაცვის ძალები იქნებიან ძლიერები და გაიმარჯვებენ. გრძელი და რთული ბრძოლის დღეები გველოდება. ჩვენ ყველა პოზიციაზე ვინარჩუნებთ მზადყოფნას“, – აღნიშნავს ის.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 700-ს აჭარბებს.