ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური აცხადებს, რომ ისრაელის არმია უნდა გაფართოვდეს
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ჰერცი ჰალევი აცხადებს, რომ ისრაელის არმია უნდა გაფართოვდეს.
ჰალევის თქმით, 7 ოქტომბერი არის არა მხოლოდ ხსოვნის დღე, არამედ დღე, როდესაც ისრაელმა უნდა აღიაროს წარუმატებლობები და ისწავლოს მათგან.
„ჩვენ გვესმის, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები უნდა იყოს უფრო დიდი არმია, რომელიც კარგად ზრუნავს თავის ხალხზე. ჩვენ ვანადგურებთ ჩვენი მტრების შესაძლებლობებს და ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ ისე, რომ 7 ოქტომბერი აღარ განმეორდეს“, – ამბობს ჰალევი.
შეგახსენებთ, რომ „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმიდან 7 ოქტომბერს ერთი წელი შესრულდება. „ჰამასის“ წევრებმა ამ დღეს 1200 ისრაელელი მოკლეს, ხოლო ასობით ადამიანი მძევლად აიყვანეს, 97 ამ დრომდე ტყვეობაში რჩება.