ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საჰაერო ძალებმა ღაზაში 200-ზე მეტი დარტყმა განახორციელა, პალესტინური მედიის ცნობით, ალ-ჯარჯავის სკოლაზე დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო 48 საათის განმავლობაში ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორში 200-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაშია აღნიშნული, მათი სამიზე „ჰამასის“ იარაღის საწყობები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო. ღაზის სამხრეთით ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს შენობას, რომელსაც „ჰამასი“ იარაღის საწყობად იყენებდა.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ძალებმა ღამით განახორციელეს დარტყმა „მთავარ ტერორისტებზე“, რომლებიც ქალაქ ღაზაში მდებარე სკოლაში იმყოფებოდნენ.
პალესტინური მედიის ცნობით, ალ-ჯარჯავის სკოლაზე დარტყმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 25 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ისრაელის სამხედროების განცხადებით, მოსახლეობისთვის ზიანის მინიმუმამდე დაყვანისთვის „მრავალი ზომა“ იყო მიღებული.