ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავები ღაზას სექტორში ფართომასშტაბიან დარტყმებს ახორციელებენ

09:00, 17.05.2021
Fire and smoke rise above buildings in Gaza City as Israeli warplanes target the Palestinian enclave, early on May 17, 2021. - Israeli warplanes bombarded the Gaza Strip overnight, said witnesses in the Palestinian enclave, from where armed groups have launched rockets into the Jewish state. (Photo by Anas BABA / AFP)

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავები ღაზას სექტორში ფართომასშტაბიან დარტყმებს ახორციელებენ. ისრაელში აცხადებენ, რომ იერიშის სამიზნე გახდა „ჰამასის“ სადაზვერვო ცენტრი და ტერორისტების სხვა ობიექტები.

„როიტერის“ და „ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, ღაზას სექტორში 100-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა. ისრაელის არმიაში ამბობენ, რომ ბოლო საათების განმავლობაში დაიბომბა „ჰამასის“ ცხრა მეთაურის სახლები.

„თავდასხმა განხორციელდა სახლებზე, რომლებსაც ტერორისტულ ინფრასტრუქტურად იყენებდნენ და ზოგიერთ სახლში იარაღის საცავებიც კი იპოვნეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი