ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის სარადარო და საზენიტო ბატარეები დაბომბა
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის სარადარო და საზენიტო ბატარეები დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის სარადარო და საზენიტო ბატარეები დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ეს იყო პასუხი სირიის მხრიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტის სროლისთვის.

ისრაელში ამბობენ, რომ ავიაიერიშების შედეგად სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემის რამდენიმე ბატარეა განადგურდა.

ამასთან, ისრაელის მედია წერს, რომ სირიის მხრიდან ნასროლი რაკეტა ისრაელის ჩრდილოეთით, ჰაერში აფეთქდა და ნამსხვრევებმა დასახლებულ პუნქტ ჰომეშის მახლობლად მცირე ხანძარი გააჩინა.

სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, დამასკოზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ერთი სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. მათივე ცნობით, თავდასხმის საპასუხოდ სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ცეცხლი გაუხსნეს საჰაერო ობიექტებს დედაქალაქის თავზე.