ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელელმა სამხედროებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამ სამხედრო სამეთაურო ცენტრს დაარტყეს
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელელმა სამხედროებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამ სამხედრო სამეთაურო ცენტრს დაარტყეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელელმა სამხედროებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამ სამხედრო სამეთაურო ცენტრს დაარტყეს.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, თავდასხმები ლიბანის რამდენიმე რეგიონში განხორციელდა. მათივე ცნობით, სამხრეთ ლიბანში მდებარე სამეთაურო ცენტრების სამიზნე ისრაელის ქალაქი შლომი იყო.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათ ღაზის სამხრეთით თავდასხმა განახორციელეს, რომლის შედეგად, „ჰამასის” მიერ მართვადი პოლიციის მაღალჩინოსანი და ორი თანამშრომელი მოკლეს. მათივე ცნობით, თავდასხმის მთავარი სამიზნე აჰმედ ალ-იაქუბი იყო, რომელიც პასუხისმგებელი იყო „ჰამასის“ მაღალჩინოსნების უსაფრთხოებაზე და მსახურობდა რაფაჰის საიდუმლო პოლიციის დეპარტამენტში.