ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ბოლო 12 საათის განმავლობაში ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 50 რაკეტა ისროლეს
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ბოლო 12 საათის განმავლობაში ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 50 რაკეტა ისროლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ბოლო 12 საათის განმავლობაში ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 50 რაკეტა ისროლეს. ისრაელში აცხადებენ, რომ ათი რაკეტა ღაზას სექტორის ტერიტორიაზე დაეცა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად, ეშკოლის რეგიონში საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა. აღნიშნულ ზონაში „ჰამასის“ მიერ ნასროლი შვიდი რაკეტა ჩამოვარდა.

გამაფრთხილებელი სიგნალები ისევ ჩაირთო ღაზას სექტორის მოსაზღვრედ მდებარე ისრაელის დასახლებებში.