ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსი - ჩვენი ძალები მზად არიან ბრძოლის გასაგრძელებლად, პაუზის დღეებს ვიყენებთ, რათა გავაძლიეროთ მზადყოფნა
ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსი - ჩვენი ძალები მზად არიან ბრძოლის გასაგრძელებლად, პაუზის დღეებს ვიყენებთ, რათა გავაძლიეროთ მზადყოფნა

ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის განცხადებით, ისრაელი მზად არის ღაზის სექტორში ბრძოლის გასაახლებლად. მისივე თქმით, არმია ამჟამინდელ ზავს საბრძოლო მზადყოფნის გასაძლიერებლად იყენებს.

„ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არიან, განაგრძონ ბრძოლა. ჩვენ ვიყენებთ პაუზის დღეებს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი მზადყოფნა და დავამტკიცოთ სამომავლო ოპერატიული გეგმები“, – აღნიშნა ჰერცი ჰალევიმ ჩრდილოეთ ისრაელში მყოფ ჯარისკაცებთან საუბრისას.

ჰალევიმ ბოლო დღეების განმავლობაში მძევლების დაბრუნების პროცესი აღწერა, როგორც „მნიშვნელოვანი სამხედრო ზეწოლისა და მტკიცე სახმელეთო ოპერაციების შედეგების მტკიცებულება, რამაც პირობები შექმნა მშვიდობიანი მოქალაქეების სახლში დასაბრუნებლად“.