ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თეირანში ფართომასშტაბიანი დარტყმების ტალღა განახორციელეს, რომლის სამიზნეც სამთავრობო ინფრასტრუქტურა იყო
გასული ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა ირანში, ისრაელსა და ლიბანში.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, თეირანში მათ ფართომასშტაბიანი დარტყმების ტალღა განახორციელეს, რომლის სამიზნეც სამთავრობო ინფრასტრუქტურა იყო.
მანამდე ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა და საჰაერო თავდაცვის სისტემები „მტრულ სამიზნეებს უპირისპირდებოდა“.
აფეთქებების ხმები ისმოდა ლიბანის დედაქალაქშიც. ლიბანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 28 თებერვალს დაწყებული კონფლიქტის შემდეგ ქვეყანაში 1 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
მათივე ცნობით, 28 თებერვლიდან დღემდე ისრაელსა და ლიბანში მოქმედ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის დაპირისპირების შედეგად 3 299 ადამიანი დაშავდა.