ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხედრო ავიაციამ „ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაურების საცხოვრებელ სახლებზე მიიტანა იერიში
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხედრო ავიაციამ „ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაურების საცხოვრებელ სახლებზე მიიტანა იერიში

ისრაელის არმიის სამხედრო ავიაციამ „ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაურების საცხოვრებელ სახლებზე მიიტანა იერიში.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე გახდა „ჰამასის“ სამხედრო ფრთის, „ალ-ყასამის ბრიგადის“ მეთაური აიმან ნოფალი და მეთაურის მოადგილე მარვან ისა. საჰაერო დაბომბვა ქალაქ ღაზას ალ-ბურეიჯის ლტოლვილთა ბანაკში განხორციელდა.

ჯერჯერობით დაუდგენელია, მოკლეს თუ არა „ჰამასის“ ლიდერები ავიაიერიშის შედეგად.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ბენი განცი „ფეისბუქისა“ და „ტიკტოკის“აღმასრულებლებს ესაუბრა და მოუწოდა, რომ უფრო აქტიურად იმოქმედონ ისეთი შინაარსის წასაშლელად, რომელიც ძალადობასა და ტერორიზმს აქეზებს.