ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მოკლულია ირანის სამხედრო შტაბის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მოკლულია ირანის სამხედრო შტაბის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღამით წერტილოვანი დარტყმების შედეგად ირანის სამხედრო შტაბის უფროსი ალი შადმანი მოკლეს, რომელიც ამ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.

აღნიშნული ინფორმაცია ირანში ჯერ არ დაუდასტურებიათ.

ამჟამად ალი შადმანი ირანის ყველაზე მაღალი რანგის სამხედრო პირი იყო. ალი შადმანი ხელმძღვანელობდა ირანის საგანგებო სამხედრო შტაბს და აკონტროლებდა, როგორც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, ასევე არმიის ოპერაციებს. ის თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისი წინამორბედი – ალამ ალი რაშიდი ისრაელის ოპერაციის პირველივე დღეს დაიღუპა.