ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, იემენიდან ჰუსიტების თავდასხმების საპასუხოდ, ისრაელმა წითელ ზღვაში სამხედრო ხომალდები განათავსა
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, იემენიდან ჰუსიტების თავდასხმების საპასუხოდ, ისრაელმა წითელ ზღვაში სამხედრო ხომალდები განათავსა

იემენიდან ჰუსიტების მიერ განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, ისრაელმა წითელ ზღვაში სამხედრო ხომალდები განათავსა.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, ხომალდები განთავსდა ვითარების შეფასების შესაბამისად აღნიშნულ რაიონში თავდაცვის გაძლიერების ფარგლებში.

გუშინ, 31 ოქტომბერს ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის სამხრეთში რაკეტა და ორი დრონი გაანადგურა, რომლებიც იემენიდან იყო გაშვებული. იერიშებზე პასუხისმგებლობა იემენში მოქმედმა ჰუსიტმა ამბოხებულებმა აიღეს, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს. წითელი ზღვის რეგიონში განთავსებულია აშშ-ის ძალებიც, რომლებმაც ასევე გააუვნებელყვეს ორი კვირის წინ ისრაელის მიმართულებით ჰუსიტების მიერ გაშვებული რაკეტები და დრონები.