ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დროს გასული დღის განმავლობაში 11 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა

12:36, 01.11.2023

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს გასული დღის განმავლობაში 11 ჯარისკაცი დაკარგა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დაღუპული ჯარისკაცების ასაკი 19-დან 24 წლამდეა. ორი ჯარისკაცი მსახურობდა მეშვიდე ჯავშანსატანკო ბრიგადის 77-ე ბატალიონში, ხოლო დანარჩენი ჯარისკაცები გივატის ქვეითი ბრიგადის ცაბარის ბატალიონის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ.

„ჰამასის“ წევრებმა ერთ-ერთი დაჯავშნილი ავტომობილის წინააღმდეგ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა გამოიყენეს. ასევე, ისრაელის ერთი ტანკი ასაფეთქებელ მოწყობილობაზე გადავლის შემდეგ აფეთქდა. ისრაელის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ, საერთო ჯამში, ისრაელის არმიის 326 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

მსგავსი