ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დასავლეთ ირანში ავიადარტყმების მორიგი სერია განახორციელეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ცოტა ხნის წინ დასავლეთ ირანში ავიადარტყმების მორიგი სერია განახორციელეს.
როგორც თავდაცვის ძალებში აღნიშნავენ, საჰაერო იერიშების სამიზნე ბალისტიკური რაკეტების შესანახი და გასაშვები ადგილები იყო.
ამასთან, ისრაელის არმიის ცნობით, 20 ივნისის დილიდან ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის მიერ ისრაელისკენ გაშვებული 15-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს. მათ უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოსაგდებად გამოიყენებს ავიაგამანადგურებლები, ვერტმფრენები, ასევე სახმელეთო სისტემები.