ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ 100 სამიზნე დაბომბა
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ 100 სამიზნე დაბომბა

ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ 100 სამიზნე დაბომბეს.

IDF-ის განცხადებით, მათ სამიზნეებს წარმოადგენდა სამხრეთ ლიბანის ტიროსის რაიონში დაჯგუფების სადამკვირვებლო პუნქტები, იარაღის საწყობები და „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურული ობიექტები.

ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რეგიონში განხორციელებული დარტყმების შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, ისრაელის არმიის ცნობით, სამხრეთ ლიბანში საბრძოლო მოქმედებების დროს ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, დაღუპული არის 24 წლის კაპიტანი მაოზ ისრაელ რეკანატი.

მარტის დასაწყისში „ჰეზბოლასთან“ ომის განახლების შემდეგ დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 21-მდე გაიზარდა.