ისრაელის თავდაცვის ძალები ირანში მცხოვრებ მოსახლეობას აფრთხილებენ, უსაფრთხოების მიზნით თავი შეიკავონ მატარებლით მგზავრობისგან
ისრაელის თავდაცვის ძალები ირანში მცხოვრებ მოსახლეობას აფრთხილებენ, უსაფრთხოების მიზნით თავი შეიკავონ მატარებლით მგზავრობისგან

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანში მცხოვრებ მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ უსაფრთხოების მიზნით თავი შეიკავონ მატარებლით მგზავრობისგან.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ ირანის მოქალაქეებმა, უსაფრთხოების მიზნით, არ უნდა ისარგებლონ ქვეყნის მასშტაბით სარკინიგზო ტრანსპორტით ადგილობრივი დროით 21:00 საათამდე.

„მატარებლებში ან რკინიგზის ხაზებთან ყოფნა საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ დაასრულეს საჰაერო დარტყმების მორიგი ტალღა, რომელიც „თეირანში ინფრასტრუქტურის“ წინააღმდეგ იყო მიმართული და დაკავშირებული იყო ირანის რეჟიმთან. მათივე თქმით, იერიშის შედეგად ლიკვიდირებული არიან „ჰეზბოლას“ წევრები.