ისრაელის თავდაცვის ძალები „ჰამასის“ კიდევ ერთი ლიდერის მკვლელობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

12:58, 12.01.2024

ისრაელის თავდაცვის ძალები „ჰამასის“ კიდევ ერთი ლიდერის მკვლელობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ღაზის სამხრეთით მდებარე ხან იუნისში განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპა ე.წ. ნუხბას დანაყოფის მეთაური, რომელიც 7 ოქტომბერს მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობდა.

მათივე იფორმაციით, ხან იუნისში ოპერაციების დროს „ჰამასის“ ათობით მებრძოლი გაანეიტრალეს.

მსგავსი