ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში ისრაელის არმიამ ექვს წუთში „ჰამასის“ 50 სამიზნე ობიექტი დაბომბა
ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში ისრაელის არმიამ ექვს წუთში „ჰამასის“ 50 სამიზნე ობიექტი დაბომბა

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში ექვს წუთში „ჰამასის“ 50 სამიზნე ობიექტი დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მასშტაბურმა ავიაიერიშებმა 98-ე დივიზიის სახმელეთო ჯარებს ქალაქის ახალ რაიონებში მანევრირების საშუალება მისცა.

ავიადარტყმების სამიზნე გახდა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, „ჰამასის“ მიერ გამოყენებული შენობები, ტანკსაწინააღმდეგო პოზიციები და დაჯგუფების წევრების შეკრების ადგილები.

ავიაიერიშების ტალღის შემდეგ ისრელაის არმიის 98-ე დივიზიამ დაიწყო მოულოდნელი იერიში ტერიტორიაზე, რომლის დროსაც ჯარები შევიდნენ მოწინააღმდეგის პოზიციებზე.

ხან იუნისში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის ცენტრალურ ნაწილში, „ნაჰალის“ ბრიგადამ „ჰამასის“ ათობით მებრძოლი მოკლა.