ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზის ჩრდილოეთით გასულ ღამეს სახმელეთო ოპერაციები ჩატარდა
ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზის ჩრდილოეთით გასულ ღამეს სახმელეთო ოპერაციები ჩატარდა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღამით ღაზის ჩრდილოეთით სახმელეთო ოპერაციები ჩაატარეს. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის უწყება აქვეყნებს.

„ეს იყო მიზანმიმართული რეიდები ბრძოლის შემდეგი ეტაპებისთვის მომზადების ფარგლებში. თავდახმა განხორციელდა ინფრასტრუქტურაზე და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვებ პუნქტებზე“, – აცხადებენ თავდაცვის ძალებში.

მანამდე პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ სამხედროები ჯერ კიდევ ემზადებიან სახმელეთო შეჭრისთვის, თუმცა კონკრეტული დრო არ დაუსახელებია.