ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებს, რომ ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებს, რომ ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო

ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა „ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში ირანის რეჟიმთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური საჰაერო იერიშების ახალი ტალღა დაიწყეს“.

ისრაელის თავდაცვის ძალების აცხადებს, რომ ოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.