ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზაში საჰაერო იერიშის სამიზნეს, რომლის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და 40 ნანგრევების ქვეშ მოჰყვა, „ჰამასის“ ობიექტები წარმოადგენდა
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზაში განხორციელებული საჰაერო იერიშის სამიზნეს, რომლის შედეგადაც 40 ადამიანი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა, „ჰამასის“ ობიექტები წარმოადგენდა.
მათივე ცნობით, თავდასხმა ქალაქ ღაზის საბრას რაიონში მოხდა. მათ სამიზნეს კი „ჰამასის“ წევრები წარმოადგენდნენ, რომლებიც ისრაელს საფრთხეს უქმნიდნენ.
დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტო იტყობინება, რომ დარტყმის შედეგად შენობის ჩამონგრევა მოხდა, შედეგად კი ნანგრევების ქვეშ დაახლოებით, 40 ადამიანია მოყოლილი. მათივე ცნობით, ნანგრევებიდან ოთხი ცხედარი ამოიყვანეს.