ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს ვაჟი ირანის მხრიდან საფრთხის გამო აშშ-დან ისრაელში გადაიყვანეს
ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვაჟი იაირ ნეთანიაჰუ ირანის მხრიდან საფრთხის გამო აშშ-დან ისრაელში გადაიყვანეს.
გამოცემის ინფორმაციით, იაირ ნეთანიაჰუმ საცხოვრებელი სახლი ისე დატოვა, რომ პირადი ნივთებიც არ წაუღია და პირდაპირ ისრაელში გაემგზავრა.
„იაირ ნეთანიაჰუსთვის ზიანის მიყენების მნიშვნელოვანი საფრთხე არსებობდა. ამის გათვალისწინებით და საფრთხის შეფასების შემდეგ უსაფრთხოების გუნდთან ერთად მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ ის სასწრაფოდ ისრაელში დაგვებრუნებინა“, – განუცხადეს მედიას ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურში.
აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მიმდინარე კვირის დასაწყისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2025 წლის დეკემბერში, როდესაც იაირ ნეთანიაჰუ ფლორიდაში ცხოვრობდა, მის წინააღმდეგ ირანის მიერ ორგანიზებული მკვლელობის მცდელობა იგეგმებოდა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ირანი მისი შვილის მკვლელობას ცდილობდა.