ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ღაზის სექტორში სამი ისრაელელი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს

23:00, 17.05.2024

ისრაელის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მათ ღაზის სექტორში სამი ისრაელელი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს.

მათივე ცნობით, სამივე გარდაცვლილი 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს, მუსიკალურ ფესტივალზე მოკლეს, რის შემდეგაც, უკან დახევის დროს მებრძოლებმა მათი ცხედრებიც გაიტაცეს.

როგორც ისრაელის მედია წერს, ერთ-ერთი დაღუპული შანი ლუკია, რომლის ცხედრის ფოტოც „ჰამასის“ მებრძოლთა ავტომობილზე ოქტომბერშივე იქნა გადაღებული. კიდევ ორი გარდაცვლილიდან ერთი – ამით ბუსქილა, მეორე კი იცხად გელერენტერია.

როგორც ისრაელში აცხადებენ, „ჰამასს“ ამ დრომდე 100-მდე მძევალი ჰყავს და 30-ზე მეტი გარდაცვლილის ცხედარი.

მსგავსი