ისრაელის შეიარაღებული ძალები ხუთი მძევლის დაღუპვას ადასტურებენ
ისრაელის შეიარაღებული ძალები ხუთი მძევლის დაღუპვას ადასტურებენ

ისრაელის შეიარაღებული ძალები ხუთი მძევლის დაღუპვას ადასტურებენ.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, საუბარია 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმისას გატაცებულ პირებზე. დაღუპულთა ოჯახის წევრები უკვე ინფორმირებული არიან.

მედიის ცნობით, დაღუპულთაგან ერთ-ერთი 26 წლის მუსიკოსია, რომელიც ფესტივალიდან გაიტაცეს. ოთხი დაღუპული კი ნირ ოზის მცხოვრებია. ერთ-ერთი მათგანი 75 წლის ელიახ მარგალიტია, რომლის ქალიშვილიც ტყვეობიდან გუშინ გაათავისუფლეს.