ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს კარვების დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.
„ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, ქალაქ ხან იუნისში კარვების დაბომბვას ხუთი ადამიანი, მათ შორის დედა-შვილი ემსხვერპლა.
ხან იუნისში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, საერთო ჯამში, 18 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის არმიამ ასევე დაბომბა არაბული ანკლავის ცენტრალური და სამხრეთ რაიონები და ქალაქი დეირ ელ-ბალაჰი .
გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 27 ადამიანი ემსხვერპლა.
მოსალოდნელი მასშტაბური ოპერაციის დაწყებამდე ისრაელელმა სამხედროებმა ადგილობრივ მცხოვრებლებს და დევნილ პალესტინელებს ბეიტ ჰანუნისა და ბეიტ ლაჰიას რაიონების დატოვებისკენ მოუწოდეს.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გასული წლის შვიდი ოქტომბრიდან, სულ მცირე 39 677 ადამიანია დაღუპული, 91 645 კი – დაშავებული.