ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 70 ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 70 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 70 ადამიანი ემსხვერპლა.

ისრელის სამხედრო ავიაციამ ქალაქი ღაზა დაბომბა, სადაც, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის ერთი ოჯახის 11 წევრია. დაბომბვის შედეგად 10-მდე ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი. მსხვერპლი მოჰყვა ისრაელის სამხედრო ძალების თავდასხმას ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკშიც. გავრცელებული ინფორმაციით, ბურეიჯის ლტოლვილთა ბანაკში თავდასხმა უპილოტო აპარატით განხორციელდა, რა დროსაც ოთხი ადამიანი დაიღუპა.

პალესტინის „სამოქალაქო თავდაცვის დანაყოფში“ აცხადებენ, რომ ბოლო ერთი დღის განმავლობაში ანკლავზე, სულ მცირე, 30 თავდასხმა მოხდა. მასშტაბური თავდასხმების გამო ღაზის სექტორში საავადმყოფოები გადატვირთულია.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ შუამავლების მონაწილეობით კატარში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებები განახლდა.