ისრაელის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით ჩაშვება დაიწყება და გაერო-ს კოლონებისთვის ჰუმანიტარული დერეფნები შეიქმნება
ისრაელის სამხედრო ძალებში განაცხადეს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით ჩაშვება დაიწყება და გაერო-ს კოლონებისთვის ჰუმანიტარული დერეფნები შეიქმნება.
სამხედროების განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, როდის გაიხსნება გაერო-ს კოლონებისთვის ჰუმანიტარული დერეფნები ან სად განთავსდება ისინი. ასევე ნათქვამია, რომ სამხედროები მზად არიან, ჰუმანიტარული პაუზები განახორციელონ მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედროების საბრძოლო ოპერაცია არ შეწყვეტილა.
ისრაელის მიმართ საერთაშორისო კრიტიკა, მათ შორის ახლო მოკავშირეების მხრიდან, ბოლო პერიოდში გაიზარდა, რადგან ბოლო კვირების განმავლობაში დახმარების მცდელობისას რამდენიმე ასეული პალესტინელი დაიღუპა.