ისრაელის სამხედრო ძალებმა ლიბანის საზღვართან მდებარე სამი ქალაქი დახურულ სამხედრო ზონად გამოაცხადეს
ისრაელის სამხედრო ძალებმა ლიბანის საზღვართან მდებარე სამი ქალაქი დახურულ სამხედრო ზონად გამოაცხადეს

ისრაელის სამხედრო ძალებმა ლიბანის საზღვართან მდებარე სამი ქალაქი დახურულ სამხედრო ზონად გამოაცხადეს.

„სიტუაციის შეფასების შემდეგ, ჩრდილოეთ ისრაელში მეტულის, მისგავ ამისა და კფარ გილადის ტერიტორიები დახურულ სამხედრო ზონად გამოცხადდა. ამ ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ სამოქალაქო პირებს არ აქვთ უფლება, შევიდნენ ამ ზონაში, რაც მედიის ცნობით, ზრდის მოლოდინს ლიბანში სამხედრო ოპერაციების დაწყებასთან დაკავშირებით.

„სიენენის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ ეს ტერიტორია ისრაელის სამხედრო ძალების დისლოკაციის ადგილი გახდება.