ისრაელის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ ირანში თავდასხმა განახორციელეს ბირთვულ ობიექტზე, რომელიც რაკეტების შესაქმნელად გამოიყენებოდა
ისრაელის სამხედრო ძალები (IDF) აცხადებენ, რომ მათ ირანში თავდასხმა განახორციელეს ბირთვულ ობიექტზე, რომელიც რაკეტების შესაქმნელად გამოიყენებოდა.
თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანში მდებარე ობიექტი „ზუსტი“ დაზვერვის მონაცემების გამოყენებით დაბომბეს.
მათივე თქმით, ტალეგანის კომპლექსი „გამოიყენებოდა მოწინავე ასაფეთქებელი ნივთიერებების შესაქმნელად და მგრძნობიარე ექსპერიმენტების ჩასატარებლად, ასევე აღნიშნულ ადგილას 2000-იან წლებში ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობები მიმდინარეობდა“.