ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ სირიის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

13:40, 29.04.2023

ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ სირიის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, ისრაელმა სარაკეტო იერიში ქალაქ ჰომსში ლიბანის ტერიტორიიდან განახორციელა.

დაბომბვის სამიზნე საბრძოლო მასალის საცავი გახდა. დაბომბვის შედეგად, ბენზინგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა. ასევე დაიწვა საწვავის ტანკერები და სატვირთო მანქანები.

სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რამდენიმე რაკეტის ჩამოგდება შეძლო. ჰომსის გარეუბანში, სამხედრო აეროპორტში მდებარე საბრძოლო მასალის საცავი ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ეკუთვნოდა.

მსგავსი