ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ განხორციელებულ დაბომბვებს ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში 93 ადამიანი ემსხვერპლა

17:40, 30.10.2023

ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ განხორციელებულ დაბომბვებს ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში 93 ადამიანი ემსხვერპლა. ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში 8 306 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 457 ბავშვი, 2 136 ქალი და 480 ასაკოვანი ადამიანი.

ისრაელის ავიაიერიშების შედეგად, სულ მცირე, 21 048 ადამიანი დაშავდა.

ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 1 950 ადამიანი, მათ შორის 1 050 ბავშვი.

ალ-ყუდსის ჰოსპიტალი მუდმივად იღებს გაფრთხილებებს ისრაელის არმიისგან, რომ ევაკუაცია განახორციელონ.

მსგავსი