ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის სამთავრობო არმიის პოზიციებზე იერიში განახორციელა
ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის სამთავრობო არმიის პოზიციებზე იერიში განახორციელა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის სამთავრობო არმიის პოზიციებზე იერიში განახორციელა.

სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ისრაელის თვითმფრინავებმა სირიის საჰაერო სივრცე ლიბანის ტერიტორიიდან დაარღვიეს და ქვეყნის დედაქალაქ დამასკოში სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბეს.

სირიის ხელისუფლება რამდენიმე რაკეტის განეიტრალების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

გავრცელებული ცნობით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა სირიის სამთავრობო ობიექტებზე იერიში ქვეყნის სამხრეთ ნაწილშიც მიიტანეს.

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშების შედეგად სირიის სამთავრობო არმიის ხუთი და მოკავშირეთა ძალების სამი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის ავიაციის სამიზნე ჰომსის პროვინციაში საჰაერო ძალების ბაზა, ასევე ლიბანური დაჯგუფება, „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობი გახდა.