ისრაელის სამხედრო ავიაციამ ირანის ქალაქ შირაზში მდებარე ობიექტებს შეუტია

01:24, 22.06.2025

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ირანის ქალაქ შირაზში მდებარე ობიექტებს შეუტია.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, შირაზში სამხედრო ბაზებია განთავსებული და ისრაელის სამხედრო თვითმფრინავების გამოჩენის გამო საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა.

პარალელურად, ირანული მედია წერს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა ჩართულია ბრძოლაში მტრულ სამიზნეებთან და ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებთან. ირანული მედიის ინფორმაციით, ქალაქში აფეთქებები ჯერჯერობით არ მომხდარა, რადგან დაპირისპირება ცაში მიმდინარეობს.

მსგავსი