ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა
ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა და უპილოტო საფრენმა აპარატებმა ოპერაცია ქალაქების – რაფას და ხან იუნისის მახლობლად ჩაატარეს.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს იყო საპასუხო რეაქცია არაბული ანკლავიდან განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან ორი რაკეტა ისრაელის ქალაქ აშდოდის სანაპირო ზოლის მახლობლად ისროლეს.