ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში „ჰამასის“ რამდენიმე სამიზნე ობიექტი გაანადგურა
ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში „ჰამასის“ რამდენიმე სამიზნე ობიექტი გაანადგურა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ კუთვნილი რამდენიმე სამიზნე ობიექტი გაანადგურა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ოპერაცია მას შემდეგ ჩაატარეს, რაც არაბული ანკლავიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს. სარაკეტო დაბომბვის სამიზნე ისრაელის ქალაქი აშკელონი გახდა.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორიდან ნასროლი რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა. განგაშის სიგნალის ჩართვის დროს, ისრაელის პრემიერ-მინისტრი პარტიულ შეხვედრას სწორედ ქალაქ აშკელონში ატარებდა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ნეთანიაჰჰუ დაცვამ თავშესაფარში გადაიყვანა.

პალესტინელმა რადიკალებმა ისრაელის წინააღმდეგ ბოლო იერიში 19 დეკემბერს მიიტანეს.