ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ლიბანში 12 ადამიანი დაიღუპა

10:29, 08.05.2026

ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ლიბანში 12 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელსა და ლიბანს შორის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანზე დარტყმების შედეგად 37 ადამიანი დაშავდა.

როგორც „სიენენი“ წერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლისა და ისრაელის წყაროს ცნობით, ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ვაშინგტონში 14-15 მაისს არის დაგეგმილი.

მსგავსი