ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო – სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ

12:29, 07.08.2023

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველს ხალხს სოლიდარობას უცხადებს და უსამძიმრებს შოვში მომხდარი გამანადგურებელი მეწყრის შედეგად დაღუპულების გამო.

„დღეს, როდესაც საქართველო გლოვობს შოვში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად დაღუპულებს, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ. კურთხეული იყოს მათი ხსოვნა“, – ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.

დღეს საქართველოში გლოვის დღეა.

მსგავსი