ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - იერუსალიმის დედაქალაქად აღიარებას ათზე მეტი სახელმწიფო აპირებს
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - იერუსალიმის დედაქალაქად აღიარებას ათზე მეტი სახელმწიფო აპირებს

გვატემალას შემდეგ, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას ათზე მეტი სახელმწიფო აპირებს, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

სახელმწიფო რადიო Kan Bet-თან საუბრისას, ციპი ხოტოველს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ბევრ მათგანს ძლიერი ქრისტიანული ტრადიციები აქვს. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მუსლიმური ქვეყნების ინიციატივას იერუსალიმის სტატუსის უცვლელობასთან დაკავშირებით, აშშ-მა, ისრაელმა, გვატემალამ და კიდევ ექვსმა სახელმწიფომ მხარი არ დაუჭირეს.

გვატემალას პრეზიდენტმა საელჩოს იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება უკვე მიიღო, რისთვისაც ჯიმი მორალესს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა.

დატოვე კომენტარი