ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ისრაელი და „ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ფაზაზე მოლაპარაკებებს მიმდინარე კვირაში დაიწყებენ
ისრაელი და „ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ფაზაზე არაპირდაპირ მოლაპარაკებებს მიმდინარე კვირაში დაიწყებენ. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
შეთანხმების მეორე ფაზის შესახებ მოლაპარაკებები 4 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, თუმცა მოლაპარაკებები ოფიციალურად ამ დრომდე არ დაწყებულა.
„ეს ამ კვირაში მოხდება“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა.
ამასთან, „ჰამასის“ ლიდერმა, ხალილ ალ-ჰაიამ განაცხადა, რომ კიდევ ექვს მძევალს შაბათს გაათავისუფლებენ. „ჰამასი“ გეგმავს ოთხი მძევლის ცხედრის გადაცემასაც.