ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი – მწუხარებას გამოვთქვამ ილია მეორის გარდაცვალების გამო, რომელიც დიდი ლიდერი, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარი იყო

09:51, 18.03.2026

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, რომელიც დიდი ლიდერი, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარი იყო“, – წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი