ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანში რეჟიმის ცვლილება მინისტრთა კაბინეტის მიზანი არ არის, ამ ეტაპზე მიზნები უკავშირდება ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამებს და მათ აღმოფხვრას

20:53, 19.06.2025
Israeli Foreign Minister Gideon Saar arrives at the EU headquarters, on the sidelines of the EU's foreign affairs council in Brussels on February 24, 2025. (Photo by JOHN THYS / AFP)

Israeli Foreign Minister Gideon Saar arrives at the EU headquarters, on the sidelines of the EU's foreign affairs council in Brussels on February 24, 2025. (Photo by JOHN THYS / AFP)

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონის საარის თქმით, ამ დროისთვის ირანში რეჟიმის ცვლილება მინისტრთა კაბინეტის მიზანი არ არის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს მოცემულობა შეიცვალოს.

მისი თქმით, უსაფრთხოების საბჭოს მიერ ამ ეტაპზე განსაზღვრული მიზნები უკავშირდება ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამებს და მათ აღმოფხვრას.

გიდეონ საარის თქმით, ეს არის ის მიზნები, რომლებიც ისრაელის უსაფრთხოების საბჭომ შეიმუშავა.

მსგავსი