ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანის რეჟიმი საკუთარ ხალხს კლავს და რას უნდა ველოდოთ სხვა ქვეყნების მიმართ, მათ არასდროს უნდა მიეცეთ უფლება, ბირთვული იარაღი ჰქონდეთ ხელში

15:22, 26.01.2026

ირანის ამჟამინდელი რეჟიმი საკუთარ ხალხს კლავს, რას უნდა ველოდოთ მათი მხრიდან სხვა ქვეყნების მიმართ? მათ არასდროს არ უნდა მიეცეთ უფლება, ბირთვული იარაღი ჰქონდეთ ხელში, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან მოყოლებული, ირანისგან ისრაელის დამოუკიდებლობის მიმართ გარკვეული ზემოქმედება იყო.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა ირანის წინააღმდეგ გარკვეული ზომების მნიშვნელობის შესახებ.

გიდეონ საარმა ასევე ისაუბრა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესზე და აღნიშნა, რომ მშვიდობა რეგიონში კეთილდღეობას გამოიწვევს.

მსგავსი