ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საფრანგეთის რკინიგზაზე განხორციელებული საბოტაჟის უკან ირანი დგას
საფრანგეთის რკინიგზაზე განხორციელებული საბოტაჟის უკან ირანი დგას, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ისრაელ კაცი აცხადებს, „პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის წინ, საფრანგეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე საბოტაჟი ირანის ბოროტების ღერძისა და რადიკალური ისლამის გავლენით იყო დაგეგმილი და განხორციელებული“.
„ისრაელის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ კვირაში მე უკვე გავაფრთხილე ჩემი კოლეგა სტეფან სეჟურნე, რომ ირანელები გეგმავენ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის დელეგაციისა და ღონისძიებაში მონაწილეებზე. მათი შეთქმულების ჩაშლის მიზნით, აუცილებელია გაძლიერებული ზომების მიღება. თავისუფალმა სამყარომ უნდა შეაჩეროს ირანი ახლა, ვიდრე გვიანი არ არის“, – წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.
საფრანგეთში, ჩქაროსნული რკინიგზის ოპერატორ კომპანია SNCF-ში განაცხადეს, რომ სარკინიგზო ქსელის წინააღმდეგ ვანდალური აქტები განხორციელდა, რამაც პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე სარკინიგზო სისტემის მუშაობა შეაფერხა. სარკინიგზო კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ სარკინიგზო სისტემის შეფერხების გამო, დღეს შესაძლოა, 250 ათასამდე მგზავრი დაზარალდეს, ხოლო კვირის ბოლომდე მათი რიცხვი, სავარაუდოდ, 800 000-ს მიაღწევს.
The sabotage of railway infrastructure across France ahead of the @Paris2024 Olympics was planned and executed under the influence of Iran’s axis of evil and radical Islam. As I warned my French counterpart @steph_sejourne this week, based on information held by Israel, Iranians…
— ישראל כ”ץ Israel Katz (@Israel_katz) July 26, 2024