ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ღაზაზე ახალი თავდასხმები არ არის ერთდღიანი - ჩვენ აღმოვჩნდით ჩიხში, მძევლები არ გაათავისუფლეს, ეს ვითარება ასე ვერ გაგრძელდებოდა
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ღაზაზე ახალი თავდასხმები არ არის ერთდღიანი - ჩვენ აღმოვჩნდით ჩიხში, მძევლები არ გაათავისუფლეს, ეს ვითარება ასე ვერ გაგრძელდებოდა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ღაზაზე ახალი თავდასხმები არ არის „ერთდღიანი თავდასხმა“.

როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ღაზაში სამხედრო ოპერაცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

„ჩვენ აღმოვჩნდით ჩიხში, მძევლები არ გაათავისუფლეს. ეს ვითარება ასე ვერ გაგრძელდებოდა. ეს არ არის ერთდღიანი თავდასხმა“, – განაცხადა გიდეონ საარმა.

საარის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს წინასწარ აცნობეს დარტყმების შესახებ და აშშ მხარს უჭერს ამ ქმედებებს.​​​​​​​​​​​​​​​​