ისრაელის საელჩო – გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ამ მძიმე დროს ვიზიარებთ ქართველი ხალხის მწუხარებას

11:51, 20.11.2026

საქართველოში ისრაელის საელჩო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მძიმე დროს ვიზიარებთ ქართველი ხალხის მწუხარებას“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი