ისრაელის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი იორდანიის მონარქს, აბდულა მეორეს შეხვდა
ისრაელის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი იორდანიის მონარქს, აბდულა მეორეს შეხვდა

ისრაელის სადაზვერვო სამსახურის, „მოსადის“ ხელმძღვანელი იოსი კოენი, იორდანიის მონარქს, აბდულა მეორეს შეხვდა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, კოენმა იორდანიის მეფეს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ანექსიასთან დაკავშირებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გზავნილი ჩაუტანა.

ისრაელის გეგმას იორდანია ეწინააღმდეგება.

აბდულა მეორემ მანამდე თქვა, რომ იორდანეს ველის ანექსია იორდანიასთან ფართომასშტაბიან ომს გამოიწვევს.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრი და ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი, ბენი განცი, ისრაელის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელს, ავივ კოჩავის, უსფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ნადავ არგამანს და „მოსადის“ ხელმძღვანელს, იოსი კოენს შეხვდა.

შეხვედრა ერთობლივი სიმულაციური ვარჯიშით დასრულდა. ამასთან, ვრცელდება პალესტინური რადიკალური სამხედრო ჯგუფის, „ჰამასის“ განცხადება, რომ ისრაელის მხრიდან ანექსია, ომის გამოცხადება იქნება, რისთვისაც ისრაელს უპრეცედენტო საფასურის გადახდა მოუწევს.